გიორგი ბოტკოველი - მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, მაგრამ თუ გადაწყვიტა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია, უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი
გიორგი ბოტკოველი - მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, მაგრამ თუ გადაწყვიტა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია, უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს და სიარულს იმ გზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას, მაგრამ თუ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სასწრაფოდ უნდა მიიღოს თავის ხელთ არსებული უფლებით გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების გადაწყვეტილებით გამოჩნდება, მართლაც სურს თუ არა, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ევროპული მომავალი.

„კარგია, მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს და სიარულს იმ გზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას. მაგრამ სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ ახლაც, რომ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემოთავაზებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, შესასრულებელია, მათ შორის არის ქვეყანაში დეპოლარიზაციის დასრულება და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა არსებობდნენ. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილმა თუ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადგილზე მის ხელთ არსებული უფლებით გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამის მერე უკვე ვეღარავინ გადამარწმუნებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად მოქმედებს და მას უნდა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ბოტკოველმა.