გიგიშა აბაშიძის ფილმ „მეზობლების“ პრემიერა მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება
რეჟისორ გიგიშა აბაშიძის „მეზობლების“ პრემიერა მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
ფილმი სექცია Focus on World Cinema-ში იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავცრელებს.
„მეზობლები“ თბილისის ერთ-ერთი იტალიური ეზოს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს და მაყურებელს აჩვენებს, რატომ და როგორ იძაბება მეზობლებს შორის მრავალწლიანი თბილი ურთიერთობა.