გიგი უგულავა - ძალიან მძიმე საყურებელია, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება
“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა კიევში, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებას.
უგულავას თქმით, ამ ყველაფერის თავი არის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკშვილის მიმართ.
,,ძალიან მძიმე საყურებელია, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდე ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ კიევში ვუყურებთ და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა პოკლიტიკურ დევნაზე, სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს.