გიგი უგულავა - ბრძოლა გრძელდება, მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით
გიგი უგულავა - ბრძოლა გრძელდება, მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით“, – წერს გიგი უგულავა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.