გიგი უგულავა – ბრძოლა გრძელდება, მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით

18:23, 10.02.2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით“, – წერს გიგი უგულავა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი