ირაკლი ქადაგიშვილი - უგულავას მსგავს ზონდერებს ჩვენი ერთობა უნდა დავანახოთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ადამიანების დაბულინგება
ირაკლი ქადაგიშვილი - უგულავას მსგავს ზონდერებს ჩვენი ერთობა უნდა დავანახოთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ადამიანების დაბულინგება

ეს არის უკუდურესად გაბოროტებული და ხელმოცარული ადამიანის საკუთარ მოქალაქეებზე გადმოფრქვეული ღვარძლი. ეს სიტყვები ამ ადამიანის შინაგან სამყაროს აშიშვლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ქადაგიშვილი გამოეხმაურა 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას იმ განცხადებას, სადაც უგულავა ამბობს: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.

ქადაგიშვილის თქმით,  კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წამოწყებული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ადამიანების ფსიქოლოგიური ტრავმირება, დაბულინგება, ყველაფერი ცუდის დაბრალება.

„ეს ის კლასიკაა, რითიც „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოს მართავდა. მაშინ საშუალება ჰქონდათ, რომ ვინც არ ეთანხმებოდა, ის ციხეში ჩაეგდოთ და მისთვის ქონება წაერთმიათ. ამას დღეს ვეღარ აკეთებენ, მაგრამ თავისუფლების მონაპოვარი მედიითა და სოციალური ქსელით სარგებლობენ და ზუსტად იმავეს აკეთებენ, ოღონდ უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლის თვალსაზრისით. უგულავას მსგავს ზონდერებს ჩვენი ერთობა უნდა დავანახოთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.