გიგა ბოკერია - სამწუხაროა, თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ე.წ. კლანის წევრის წარდგენა მოსალოდნელი იყო
გიგა ბოკერია - სამწუხაროა, თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ე.წ. კლანის წევრის წარდგენა მოსალოდნელი იყო

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ე.წ. კლანის წევრი წარადგინეს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.

„სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ. კლანის ჩვეულებრივი წევრი იქნა წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამის შესახებ ჩვენ და საზოგადოებას ინფორმაცია ისედაც გვქონდა. ხოლო მოსმენებზე, რომელიც პარლამენტში შედგა, მან ეს პრაქტიკულად დაადასტურა კითხვა-პასუხისას, როდესაც კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლების მხარადასაჭერად და ოპონენტების სალანძღავად მისამართლეების ჩართვას მხარს უჭერს“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს უსმენენ.