გიგა ბოკერია - ხელისუფლება ტრადიციულ მეთოდს მიმართავს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
გიგა ბოკერია - ხელისუფლება ტრადიციულ მეთოდს მიმართავს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს

ვანისა და ხონის 54-ე მაჟორიტარულ ოლქში მაღალი აქტივობის შემთხვევაში, „ევროპულ საქართველოს“ გამარჯვება გარანტირებული აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ხელისუფლება ტრადიციულ მეთოდს მიმართავს და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ეს და სხვა მეთოდები მათ ვერ უშველით. არის ადგილები, სადაც თავმჯდომარეები ინსტრუქციებს იღებენ გარედან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ“, – აცხადებს ბოკერია.

ამ ბრალდებას არ ეთანხმება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„იმ ქცევას, რომელსაც კეთილსინდისიერად ახორციელებს „ქართული ოცნება” დიდი გაღიზიანება მოჰყვა, რადგან ოპონენტებს სალაპარაკოც არაფერი აქვთ. ისინი გადავიდნენ ფაქტების გამოგონებაზე და მის ტირაჟირებაზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.