გიგა ბოკერია - 20 ივნისის აღნიშვნა ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ ფორმით, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი
20 ივნისის აღნიშვნა მოხდება ამა თუ იმ ფორმით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„20 ივნისი ის თარიღია, რომლის აღნიშვნაც ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი. 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის აგრესიას და ჩვენი ხელისუფლების მინიმუმ უპასუხისმგებლობას და დაიცვა საქართველოს ინტერესები. ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა მოხდება ამა თუ იმ ფორმით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.