გია ვოლსკი - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია დიდი მონაპოვარია და ამას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს
შალვა ნათელაშვილის კომენტარები, როგორც ყოველთვის არაადეკვატურია და იმ რეალობასთან შეუსაბამოა, რაც გაგვაჩნია, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.
გია ვოლსკის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის პრევენცია აუცილებელია.
„მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ევროპაში მიემგზავრება, იგივე მონაცემებს ითხოვენ, რასაც ევროპაში ჩასულ ადამიანებს სთხოვენ და მათი უკან გამობრუნება გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მასალების წარდგენა და განხილვა საქართველოს საზღვარზე. აუცილებელია პრევენცია. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია დიდი მონაპოვარია და ამას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.