გია ვოლსკი - რუსეთის მხრიდან იქნება პროვოკაციული და მწვავე განცხადებები, რაც ხშირად უნისონშია ჩვენი ოპონენტების აქტივობებთან
გია ვოლსკი - რუსეთის მხრიდან იქნება პროვოკაციული და მწვავე განცხადებები, რაც ხშირად უნისონშია ჩვენი ოპონენტების აქტივობებთან

საქართველო იღებს საერთაშორისო ვალდებულებებს და იღებს იმ ვალდებულებებსაც, რომ მსოფლიოს წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა ღირსეულად ატაროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან იქნება პროვოკაციული განცხადებები, რაც ვოლსკის შეფასებით, ხშირად უნისონშია საქართველოში ოპონენტების აქტივობებთან.

„რასაკვირველია, რუსეთის მხრიდან იქნება პროვოკაციული და საკმაოდ მწვავე განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, უნისონშია აქტივობებთან, რასაც ჩვენი ოპონენტები მიმართავენ, არ გამოვრიცხავ, რომ დაუგეგმავად. ხშირ შემთხვევაში, მდგომარეობას იყენებენ, თუმცა თუ რამე სხვა კონსპირაცია არსებობს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ყველაფერს დავინახავთ. ჩვენ პირნათელი ვიქნებით კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების წინაშე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.  მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.