გრიგორი კარასინი – რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

11:41, 13.02.2020

რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

მსგავსი