გია ვოლსკი - არ მგონია, რომ დავით სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნაკლებ პოსტზე არ დაინიშნა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რესურსი სჭირდება.
„არ მგონია, რომ დავით სერგეენკო ნაკლები მნიშვნელობის თანამდებობაზე დაინიშნა. ამხელა რესურსებისა და ამხელა ფინანსების მხარჯველ სისტემას ახალი რესურსები სჭირდება. დავით სერგეენკოს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უარყოფითად არანაირად არ ახასიათებს, პირიქით, დადებითი შეიძლება უფრო მეტი ითქვას.
დავით სერგეენკოს უშველებელი სამუშაო გამოცდილება და განათლება გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახდა.