გია ვოლსკი - ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა უკვე ჰქონდათ, „კარვების ქალაქით“ კი უნდათ, ეს საკითხი როგორმე წინ დაიძრას
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა უკვე ჰქონდათ, „კარვების ქალაქით“ კი უნდათ, ეს საკითხი როგორმე წინ დაიძრას

ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა უკვე ჰქონდათ, „კარვების ქალაქით“ კი უნდათ, ეს საკითხი როგორმე წინ დაიძრას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და იყო ცალკეული გადაცდომები.

„ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები და ტყუილები, რომლებითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ. არ მომხდარა გაყალბება, იყო ცალკეული გადაცდომები, გამოძიება მიმდინარეობს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მხრიდან დაშვებულ გადაცდომებზე.

ნიკა გვარამია რასაც აცხადებს, ეს ახალი არ არის, სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ, უკვე დიდი ხანია, წლები ვერ მოახერხეს, 2019 წელს, 2020 წელს, 2021 წელს და ახლა არის შემდეგი მცდელობა. „კარვების ქალაქით“ თუ „კარვების უბნით“ უნდათ, ეს საკითხი როგორმე წინ დაიძრას. არავის, ვინც მხარს უჭერს ოპოზიციას, უმრავლესობას, არცერთ ოჯახს, არცერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ აწყობს ქვეყანაში ქაოსის შექმნა. ეს თემა არის შეტევა ეკონომიკაზე, ვალუტის კურსზე, ტურიზმზე, ადამიანის ფსიქიკაზე. ეს არის მათი გეგმა, რომელიც ალბათ ორშაბათსაც გამოცხადდება და რომც არ გამოცხადდეს, ვიცით ამ ადამიანების პათოსი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქმომხმარებლებს მიმართა, რომ კარვები მიაწოდონ.