დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად ინიშნება
დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად ინიშნება

დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება.

„როგორც შეგპირდით, ქართული მედია ხართ პირველი, რომელიც შეიტყობთ ჩვენი საკადრო გადაადგილებების შესახებ. დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა. სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.