ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა.

ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან იყო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი; სწავლობდა გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში. 2006-2008 წლებში გერმანიაში, ნიურნბერგში „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშეს“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო. სამუშაო პრაქტიკა გავლილი აქვს ავსტრიაშიც. 2008-2013 წლებში მუშაობდა შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“.