მგონია, რომ დეპოლარიზაცია უნდა დავიწყოთ ლექსიკონის დახვეწით, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, პედაგოგმა გია მურღულიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მოდით, დასაწყისისთვის, ცოტა მოვუფრთხილდეთ სიტყვა „ღალატის“ ასეთ ხშირ ხმარებას და შევცვალოთ ის „შეცდომით“. შეცდომას უფრო პატიობს ადამიანი, ვიდრე ღალატს. ამ იარლიყის პირდაპირ მიწებება არის ძალიან ცუდი.
მორატორიუმი რომ დავაწესოთ, სასურველია ხანგრძლივი და მარადიული, ბილწსიტყვაობაზე, ცილისწამებაზე, აშკარა აგრესიაზე და ა.შ. ეს უკეთესია“, – აღნიშნა მურღულიამ.