ქართველ ეკონომისტსა და პოლიტიკოსს, გია მაისაშვილს დღეს კოსტა ხეთაგურის # 7-ში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
მაისაშვილის ცხედარს 15:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 26 თებერვალს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გია მაისაშვილის ცხედარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში 5 მარტს, გამთენიისას ჩამოასვენეს და აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა.