ილია მეორე - დიდია გულისტკივილი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო
ილია მეორე - დიდია გულისტკივილი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგი (გია) მაისაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილით მიმართავს. პატრიარქი აღნიშნავს, რომ დიდია გულისტკივილი მისი გარდაცვალების გამო.

„დიდია გულისტკივილი ბატონ გიორგის (გია) გარდაცვალების გამო. იგი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაგრამ ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური აზროვნების სფეროში და ახალგაზრდების აღზრდის საქმეში.

ბატონი გიორგი მთელი გულით ცდილობდა, ემსახურა სამშობლოსთვის და მიუხედავად დიდი ხნის მანძილზე ქვეყნიდან შორს ყოფნისა, ფიქრით არასოდეს განშორებია მას; ამიტომაც იყო, რომ თავისი მთავარი ნაშრომიც საქართველოს მომავლისთვის ზრუნვას მიუძღვნა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესო იგი, ხოლო მის ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ძალა იმისა, რომ ლოცვით და კეთილი საქმეებით შეეწიონ გიორგის უკვდავ სულს“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.