გია მაისაშვილს დღეს დაკრძალავენ

07:52, 06.03.2018

ქართველ ეკონომისტსა და პოლიტიკოსს, გია მაისაშვილს დღეს კოსტა ხეთაგურის # 7-ში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

მაისაშვილის ცხედარს 15:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 26 თებერვალს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია მაისაშვილის ცხედარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში 5 მარტს, გამთენიისას ჩამოასვენეს და აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა.

მსგავსი