გია მაისაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა
გია მაისაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 55 წლის ასაკში ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი გარდაიცვალა.

მაისაშვილის გარდაცვალების ფაქტი პირველ არხს მისმა ძმამ, ანზორ მაისაშვილმა დაუდასტურა.

მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა.

გია მაისაშვილმა დაიბადა 1962 წლის 24 ნოემბერს. 1985 წელს დაამთავრა თბილისი ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია “ენრონში”, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა,  იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველობის დეპარატამენტის უფროსი.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის მთავრობა“.

2006 წელს გია მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც არის „ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაცი ლიდერთა თაობის აღზრდა“.

გია მაისაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა.