ქართველი ეკონომისტის, პოლიტიკოსის გია მაისაშვილის ცხედარს აშშ-იდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.
როგორც პირველ არხს გარდაცვლილის ძმამ, ანზორ მაისაშვილმა განუცხადა, გია მაისაშვილის ცხედარს სამშობლოში 5 მარტს, გამთენიისას 04:30 საათზე ჩამოასვენებენ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
მაისაშვილს 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 55 წლის ასაკში ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი 26 თებერვალს გარდაიცვალა.
მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა.