გია კიტია - „იავნანადან“ ერთი კაპიკიც რომ სადმე წასულიყო, ამ ფონდთან ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებდი
„იავნანადან“ ერთი კაპიკიც რომ სადმე წასულიყო, მე ამ ფონდთან ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებდი, – ამის შესახებ „იავნანას“ რეჟისორმა, გია კიტიამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეკითხვები, ძირითადად, 2007-2012 წლებში ჩატარებულ კონცერტებს ეხებოდა.
„რამდენიმეჯერ მკითხეს, იყო თუ არა დადგმული ჩემს მიერ კონცერტი და იყო თუ არა ხელშეკრულებაზე ჩემი ხელმოწერა. მე ფონდის რეჟისორი ვარ მისი დაფუძნებიდან, თუმცა დაინტერესდნენ ძირითადად 2007-2012 წლებით“, – განაცხადა გია კიტიამ.
მისი თქმით, ის ფონდს, ძირითადად, უსასყიდლოდ ემსახურებოდა.
„თუ წამლები მქონდა საყიდელი, მიხდიდნენ ფულს, ხან 1000, ხან 600 ლარს. ალბათ ესეც გაუკვირდათ, რატომ ვაკეთებდი ამ საქმეს ასე იაფად ან უფასოდ“, – განაცხადა გია კიტიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე პროკურატურა ფონდ „იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს კითხავს.