გია კიკაბიძე - პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას
გია კიკაბიძე - პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას

პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას, – ასე აფასებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერი გია კიკაბიძე გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას.

„მე არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, მაგრამ რაც გუშინ ვნახე, ეს დაუშვებელია. ასეთ მძიმე დროს, როდესაც ამდენი დადასტურებული მძიმე შემთხვევა გვაქვს, ​პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას“, – განაცხადა კიკაბიძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 827-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.