გია კიკაბიძე – პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას
პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას, – ასე აფასებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერი გია კიკაბიძე გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას.
„მე არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, მაგრამ რაც გუშინ ვნახე, ეს დაუშვებელია. ასეთ მძიმე დროს, როდესაც ამდენი დადასტურებული მძიმე შემთხვევა გვაქვს, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს, ეს გამოიწვევს ავადობის მატებას“, – განაცხადა კიკაბიძემ.