საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.