გია გაჩეჩილაძე - დღეს ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და ვიდგები იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება
ადამიანები, რომლებიც მოდიან ამდენი ხნის განმავლობაში და ვერაფრით მივაღწიეთ, რომ სასამართლოს ჩამოგვეცილებინა, აი ეს არის მე მგონი უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს არის იქ, სადაც ხედავს, რომ საქართველოს უჭირს და იდგება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.
კითხვაზე, გაუცრუა თუ არა იმედები ბიძინა ივანიშვილმა, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ იმედები ნამდვილად გაუცრუვდა.
„მეგონა, რომ ეს ადამიანი რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა, წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან და ის გადავიდოდა ოპოზიციაში. მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა. მე ივანიშვილი 20 წელია, თვალით არ მინახავს. რასაც გარედან ტელევიზორში ვუყურებ, ეს განვითარებული სიტუაცია არ მომწონს. მინდა, უკეთესი იყოს ხვალ. ეს არის „დაიცავი საქართველოს“ პირველი შეხვედრა, ვნახავთ რა და როგორ იქნება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.