„ევროპის მოედანზე“ გამართული შეკრების მონაწილეებმა „საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს 
„ევროპის მოედანზე“ გამართული შეკრების მონაწილეებმა „საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს 

ფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ ხალხის დღე, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ „დედა ენის“ ბაღში განაცხადა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, წელიწადში ერთხელ ამ დღეს შესაძლებელი იქნება, ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავის აზრი.

„ფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ ხალხის დღე. წელიწადში ერთხელ ამ დღეს შესაძლებელი იქნება, რომ ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავის აზრი, მიმართოს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იქნება იმ დროს, გინდა პროტესტით, გინდა მადლობით, მაგრამ ერთი დღე უნდა იყოს ხალხის და ეს დღე იქნება 9 აპრილი. ზუსტად ეს ფუძნდება ახლა. ეს ხალხი აფუძნებს ამ დღეს ხელმოწერებით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

„დედაენის ბაღში“ არის განთავსებული რამდენიმე ბანერი, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს და ამით ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ ხდებიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დამფუძნებლები.

ამასთან, მოქალაქეები დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სიტყვით მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ. მოქალაქეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადეს.