საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძეს დაუპირისპირდა
საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძეს დაუპირისპირდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) დაუპირისპირდა.

სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა გია გაჩეჩილაძე სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძე ყოველთვის მოძალადეების მხარეს იდგა და ახლაც იგივეს აგრძელებდა.

ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ცხვიტარიასა და გაჩეჩილაძის თანამოაზრეებს შორის.

„თქენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, არ არიან ჯერ გასამართლებულები, ბრალდება შეიძლება, ნებისმიერი იყოს, მგრამ ვიდრე განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. მე დარწმუნებული კი არ ვარ, ველოდები გამოძიებას, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ შეიძლება ადამიანებზე მოძალადის და დამნაშავის ძახილი, ვიდრე ეს არ იქნება გამოძიებული. ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს ძალიან ცუდია. მე არ ვიცი, იქ თავდასხმა მოხდა თუ არა, არ მჯერა ვახო სანაიასი. რისიც მჯერა, იმისი მჯერა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლებმა ბრალდებულების თავდებით გათავისუფლება მოითხოვეს.

სამართალდამცველებმა სამი პირი ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის და ძალადობის მუხლებით დააკავა, სასამართლომ კი მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.