გია გაჩეჩილაძე - მინდა, ერთად ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად
გია გაჩეჩილაძე - მინდა, ერთად ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ხელისუფლებას მიმართა, 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს.

„მადლობა აქ ყოფნისთვის, პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ ყველას, დღეს ჩვენს უსაყვარლეს ადამიანს, კობა დავითაშვილს ღირსების ორდენი გადაეცა. როგორც იქნა. 11 წლის შემდეგ მივედით ამ მდგომარეობამდე, რომ კობას გადაეცა ის, რაც ეკუთვნის. მინდა, გითხრათ რომ ღირსების დღე არის 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა, არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, არ დაკარგა მთელი ამ ცხოვრებისა, რადგან ეს დღე დაიწყო ორ ნოემბერს. მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს, იქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მანამდე იყო ბუტა, მანამდე სანდრო, მაგრამ ასეთი მასობრივი ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. მინდა, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. მინდა, ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ამასთან, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რესპუბლიკის მოედანზე მდგარი ველოსიპედი, რომელსაც ორი რული აქვს და არსად არ მიდის, გასატანია, რადგან ის ასახავს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას.

„გუშინ რომ ვათვალიერებდი „ფეიბსუქს“, ამომივარდა დროშა, პირველი, მთავარი ფორმულა თუ იცით რა არის საქართველოში? პარალელურად მიშა და პერპენდიკულარულად მშია. ანუ, თვითონ თავისივე ბედისწერა დასცინით ამ ადამიანებს და ვერ ხვდებიან ამას, რომ ეს დროშა არის როგორც მიშა, ასევე მშია. ეს არის ამათი უბედურება. რომ მუშაობ, დროშაზე მუშაობ, თავისუფლება, free მიშას იძახი და ამ დროს წავიკითხე მე როგორც free მშია. თავისუფლებისთვის შია და ეს გუშინდელ ეთერში გამოჩნდა ძალიან კარგად.

რაც შეეხება მეორეს, ეს არის ეს ველოსიპედი, რომელიც დიდი ხანია, დგას რესპუბლიკის მოედანზე და ასახავს მათ მმართველობას, მათ რეჟიმს, რომელსაც ორი რული აქვს და რომელიც არსად არ მიდის. სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად გამოხატავს ეს ველოსიპედი მათ მმართველობას, ამის სიმბოლოა. ასევე, გთხოვთ, რომ თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი რული მაინც მოხსენით, თქვე მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ, წინ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.