საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობის დაწყების შემდეგ ყველა ამხანაგური მატჩი წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, სწორედ ამ შედეგს ვუსურვებ ჩვენს 16 წლამდელთა გუნდს,- ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია ცეცაძემ რადიო პირველი არხის სპორტული თოქშოუ „ესტაფეტა“-ს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
მისივე თქმით, საკონტროლო მატჩების შედეგი გადამწყვეტი არ არის, მთავარია ის თამაშები მოიგო, რომელიც ოფიციალური სტატუსის მატარებელია.
შეგახსენებთ, საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა თურქეთის ნაკრებთან სტუმრად ჩატარებული ორივე ამხანაგური მატჩი წააგო.