ღაზის ცენტრში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ქალაქ რამალაში ასობით ადამიანმა აქცია გამართა და მაჰმუდ აბასს ომში უმოქმედებაში დასდო ბრალი
ღაზის ცენტრში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ქალაქ რამალაში ასობით ადამიანმა აქცია გამართა და მაჰმუდ აბასს ომში უმოქმედებაში დასდო ბრალი

ღაზის ცენტრში, საავადმყოფოს აფეთქების გასაპროტესტებლად პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან მომიტინგეები, რომლებიც სკანდირებენ: „ხალხს პრეზიდენტის დაცემა სურს“.

პროტესტის მონაწილეები პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ომში უმოქმედებაში სდებენ ბრალს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. მათივე ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უარყოფენ და აცხადებენ, საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე.