ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უარყოფენ - საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უარყოფენ - საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე

საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე, – ამის შესახებ „ბიბისის“ სატელეფონო საუბრისას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ოფისში განუცხადეს.

„საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის სამიზნე. ისრაელის თავდაცვის ძალები იძიებს აფეთქების წყაროს და როგორც ყოველთვის, პრიორიტეტს ანიჭებს სიზუსტეს და საიმედოობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ სიფრთხილე ტერორისტული ორგანიზაციის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. „ჰამასის“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა.