პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა

ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბევრი ადამიანი კვლავ რჩება ნანგრევების ქვეშ.

„ახალი სამხედრო დანაშაული, ღაზის ცენტრში მდებარე „ალ-აჰლი არაბის” საავადმყოფოს დაბომბვისას. დაბომბვის შედეგად ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში ათობით დაშავებული მივიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ასობით პაციენტი, დაჭრილი და ავიადარტყმების გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანი იყო განთავსებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.