ღაზაში მოქმედი პალესტინის საკანონმდებლო საბჭო ისრაელის ციხეებში საერთაშორისო ინსპექტირების ჩატარებას ითხოვს
ღაზაში მოქმედი პალესტინის საკანონმდებლო საბჭო ისრაელის ციხეებში საერთაშორისო ინსპექტირების ჩატარებას ითხოვს

ღაზაში მოქმედი პალესტინის საკანონმდებლო საბჭო ისრაელის ციხეებში საერთაშორისო ინსპექტირების ჩატარებას ითხოვს.

როგორც მედია წერს, შემოწმების საჭიროებას ისინი იმ გათავისუფლებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ასაბუთებენ, რომლებმაც ისრაელის დაკავების ცენტრები რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, მიმდინარე კვირაში დატოვეს.

პალესტინური მხარის განცხადებით, ყოფილი პატიმრები ძალიან დაუძლურებულები არიან. საბჭოში ვარაუდობენ, რომ პატიმრები იქ შიმშილის, იზოლაციისა და წამების მსხვერპლი არიან.