ღაზის სამხრეთში აფეთქების შედეგად რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა 

10:26, 16.06.2024

რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა ღაზის სამხრეთში აფეთქების შედეგად. გავრცელებული ცნობით, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალ ალ-სულთანის რაიონში ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 50 მებრძოლი მოკლეს.

ღაზის ჯანდაცვის უწყება 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.

მსგავსი