ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმას ორი პალესტინელი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „ჰამასის“ წევრები ადასტურებენ. თავდასხმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, „ჰამასის“ ერთ-ერთ პოსტზე განხორციელდა.
ისრაელის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, შეტევა მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის პასუხი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.