„ჰამასის“ სამხედრო სპიკერი - ღაზაში აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს
„ჰამასის“ სამხედრო სპიკერი - ღაზაში აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს

ღაზაში აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს, – ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ ტელევიზიისთვის მიცემულ განცხადებაში ტერორისტული ჯგუფის სამხედრო სპიკერი აბუ უბაიდა აცხადებს.

მისი თქმით, „ჰამასის“ წევრებს მძევლები სხვადასხვა ადგილას ჰყავთ დაკავებული.

აბუ უბაიდა ისრაელს მოუწოდებს, არ გააკეთოს „არასწორი გათვლები.“

„სადაც არ უნდა დაესხან თავს ღაზის სექტორის მოსახლეობას, თავდასხმის ქვეშ მოყვებიან მძევლებიც“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა და პირობა დადო, რომ „ჰამასი“ გააგრძელებს მიმდინარე ოპერაციას ყველა ფრონტზე.