ღაზას სექტორში თავდასხმისას ორი პალესტინელი დაიღუპა
ღაზას სექტორში თავდასხმისას ორი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმას ორი პალესტინელი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „ჰამასის“ წევრები ადასტურებენ. თავდასხმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, „ჰამასის“ ერთ-ერთ პოსტზე განხორციელდა.

ისრაელის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, შეტევა მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის პასუხი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.