კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისში დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე, რომელმაც ორკესტრთან ერთად შეასრულა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „ჯადოქარი სიყვარული“. მანამდე ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით წარმოადგინა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები – „სამწვეტიანი ქუდი“ და ბეთჰოვენის მერვე სიმფონია.
ღონისძიება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ბათუმში ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ორი სექტემბრიდან თბილისში იმართებოდა.
დასკვნით ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.