გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადეს
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადეს

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის კრიზისის დარეგულირებისთვის, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ მინსკის შეთანხმებისა და ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერას მიესალმებიან.

ჟან ივ ლე დრიანი და ჰეიკო მაასი უკრაინის პრეზიდენტს კიევში შეხვდნენ.

„საფრანგეთი და გერმანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მობილიზებული არიან”, – აღნიშნულია ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გამოაცოცხლონ, მინსკის პროცესი.