სერგეი ლავროვი - ნატო-ში უკრაინის შეყვანის მცდელობები „მინსკის შეთანხმების“ განხორციელების ძალისხმევას ძირს უთხრის
სერგეი ლავროვი - ნატო-ში უკრაინის შეყვანის მცდელობები „მინსკის შეთანხმების“ განხორციელების ძალისხმევას ძირს უთხრის

ნატო-ში უკრაინის შეყვანის მცდელობები „მინსკის შეთანხმების“ განხორციელების ძალისხმევას ძირს უთხრის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინის პრობლემებთან არავითარი საერთო არ აქვს და მუდმივად იმის თქმას, რომ უკრაინას თავის გაფართოებულ რიგებში ელოდებიან, მხოლოდ პრობლემების გაღრმავება შეუძლია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინის მთავრობის რეფორმები ქვეყანას ნატო-სთან აახლოებს. „მინსკის შეთანხმება“ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას ისახავს მიზნად.