ნატო-ს პრესსპიკერი - დონბასში არსებული ვითარება მინსკის შეთანხმების პირობებს ძირს უთხრის
ნატო-ს პრესსპიკერი - დონბასში არსებული ვითარება მინსკის შეთანხმების პირობებს ძირს უთხრის

ნატო მიიჩნევს, რომ დონბასში არსებული ვითარება მინსკის შეთანხმების პირობებს ძირს უთხრის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნჯესკომ განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთმა ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს. ამასთან, მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„შეშფოთებულები ვართ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობას. ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.