გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს
გერმანიის ფედრალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში რაც შეეხება მის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნების არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“,- აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.