ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათისთვის დაიხურა. საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად ითვლება, რადგან მოსახლეობის აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა.

ე.წ. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 35 „საარჩევნო ოლქი“ და 152 უბანი იყო გახსნილი.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში „ოპოზიციონერი კანდიდატის“ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ოპოზიციამ“ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა.