გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების შეყვანის მომხრეა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების შეყვანის მომხრეა.
ამის შესახებ განცხადება ზიგმარ გაბრიელმა აშშ-ში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, „ცისფერჩაფხუტიანებს“ უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე ტექნიკის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგი შეუძლიათ.
როგორც გერმანიის მთავარი დიპლომატი აცხადებს, უკრაინის აღმოსავლეთში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განლაგების თაობაზე მას და მის ამერიკელ კოლეგას ერთნაირი შეხედულება აქვთ. ამასთან, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ მოსკოვთან მისიის ორგანიზების შესახებ „მნიშვნელოვანი უთანხმოება“ არსებობს.
გაერო-ს მისიის დონბასში განთავსების შესახებ რეზოლუციის პროექტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოსკოვმა სექტემბერში წარუდგინა. რუსული დოკუმენტის მიხედვით, გაერო-ს მისიის შეიარაღებულმა წევრებმა, დონბასში მყოფი ეუთო-ს დამკვირვებლების უსაფრთხოება უნდა დაიცვან. მოსკოვში ითხოვენ, რომ „ცისფერჩაფხუტიანები“ ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ განლაგდნენ. ამასთან, რუსეთის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისიის შენადგენლობის ფორმირებაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.
თავის მხირვ კიევი მოითხოვს, რომ გაერო-ს მშვიდობისმყოფელების მანდატი გაცილებით ფართო იყოს და „ცისფერჩაფხუტიანები“ დონბასის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინა-რუსეთის საზღვარზეც განლაგდნენ. ამ მოსაზრებას იზიარებენ ვაშინგტონშიც.
ამასთან ერთად, უკრაინში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში გამოვიდა ინიციტივით, რომ გაერო-ს მისიის შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქეები არ შეიყვანონ.