გერმანიის ქალაქ ჰალეში თავდასხმის შემსრულებელი სროლას პირდაპირ ეთერში სოციალური ქსელით გადასცემდა
გერმანიის ქალაქ ჰალეში მომხდარი თავდასხმის შემსრულებელი სროლის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას სოციალური ქსელის საშუალებით ახდენდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბოროტმოქმედი ტრანსლირებას ამაზონის მფლობელობაში არსებულ ქსელ „ტვიჩის“ საშუალებით ახორციელებდა.
გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰალეში, სინაგოგასთან ახლოს უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, თავდამსხმელი 27 წლის გერმანელი, სტეფან ბ.-ა. გერმანიის გენერალური პროკურორის, პიტერ ფრანკის განცხადებით, ქალაქ ჰალეში მომხდარ თავდასხმას მემარჯვენე ექსტრემიზმის შესაძლო კვალი აქვს.
როგორც ვიდეოში ჩანს, თავდასხმამდე ახალგაზრდა თავგადაპარსულმა მამაკაცმა ინგლისურ ენაზე ანტისემიტური შინაარსის მოკლე განცხადება გააკეთა. კომპანია „ამაზონის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ტვიჩი“ ვიდეოს დასაბლოკად მუშაობს.