გერმანიის ქალაქ ჰანაუში თავდასხმისას დაღუპულთა შორის თურქეთის ხუთი მოქალაქეა
გერმანიის ქალაქ ჰანაუში თავდასხმისას დაღუპულთა შორის თურქეთის ხუთი მოქალაქეა

გერმანიის ქალაქ ჰანაუს ჩილიმბარში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის, თურქეთის ხუთი მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტეერტე ჰაბერი“ გერმანიაში თურქეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში თურქეთის ელჩ ალი კემალ აიდინის თქმით, თურქეთის მოქალაქეები ულტრამემარჯვენე ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმები უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რასიზმი უფრო სერიოზულ მასშტაბებს მიაღწევს.

43 წლის გერმანელი მამაკაცი ორ ჩილიმბარს 19 თებერვლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. 20 თებერვლის დილას, თავდამსხმელი საკუთარ სახლში დაღუპული ნახეს. სახლში ასევე აღმოაჩინეს თავდამსხმელის დედის ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

დატოვე კომენტარი