გერმანიაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლის შედეგად მოკლულია რვა და დაშავებულია ხუთი ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, დასავლეთ გერმანიაში, ორ ჩილიმ-ბარში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. მათ ამ დრომდე ეძებენ. დანაშაულის ჩამდენი პირების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ორი ჩილიმ-ბარი, რომელშიც სროლა მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდაცვლილები ძირითადად ახალგაზრდები არიან.

შემთხვევის ადგილებზე მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია ვერტმფრენი.