გერმანია ევრობასკეტის მესამე მეოთხედფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანია ევრობასკეტის მესამე მეოთხედფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ნაკრები შეუერთდა საფრანგეთსა და სლოვენიას და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა.

პლეი ოფის მასპინძელმა თითქოს პირველ ტაიმში გაინაღდა გამარჯვება. ერთ მომენტში გერმანიის უპირატესობამ 27 ქულას მიაღწია, ტაიმი კი 24 ქულით მოიგო. მაგრამ მონტენეგრომ მეორე ნახევარში მეთოდურად დაიწყო ჩამორჩენის გაბათილება და შეხვედრამ კულმინაციას სირენამდე 26 წამით ადრე მიაღწია, როცა სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მონტენეგრომ სასწაულის მოხდენა ვერ შეძლო და დარჩენილ დროში ხუთი ქულა გაუშვა. თავად კი მხოლოდ ორი აიღო.

გუნდებს ბევრ სათამაშო კომპონენტში თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდათ და გერმანიის ნაკრების გამარჯვება ორქულიანების უკეთესმა სროლამ გადაწყვიტა – მასპინძლებს რეალიზიცია 10 პროცენტით უკეთესი ჰქონდათ.

მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრები საბერძნეთსა და ჩეხეთს შორის მოგებულს შეხვდება.

 

გერმანია-მონტენეგრო 85:79

19:10, 29:14, 19:26, 18:29

: შრიოდერი (22+8 პასი), ფ. ვაგნერი (14), ობსტი (9), ტაისი (9), ფოიგტმანი (2) – სასტარტო; ლო (14), ტიმანი (9), ვოლფარტ-ბოტერმანი (4), გიფი (2), ჰოლატცი (0).

: პერი (25+6 პასი), დუბლევიჩი (22+7 მოხსნა), რადონჩიჩი (2), პოპოვიჩი (0), რადოვიჩი (0) – სასტარტო; სიმონოვიჩი (13+9 მოხსნა), მიხაილოვიჩი (12), დრობნიაკი (5), ილიჩი (0).